LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოქალაქეების განწყობა?

45

გამოკითხულთა 64 პროცენტის აზრით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები უფრო მეტად ხელმისაწვდომი, ხოლო საქმისწარმოება უფრო გამჭვირვალე გახდა.

როგორც ”ფორტუნას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, კრედიტორები და მოვალეები, რომელთაც ადრე შეხება ჰქონიათ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, მიიჩნევენ, რომ მომსახურების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია დადებითად შეიცვალა. მათ შორის დასახელდა მომსახურების პროცედურების გამარტივება, მოქალაქეებთან ურთიერთობის დახვეწა და პროცედურების გამჭვირვალობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, დასახელდეს ის, რომ მხარეებს 2014 წლიდან შესაძლებლობა აქვთ სააღსრულებო წარმოების ელექტრონულ პროგრამაში თავად ადევნონ თვალყური საკუთარი საქმეების მსვლელობას.

ასევე, მათივე ცნობით, დაიხვეწა და უფრო აქტიური გახდა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახური. სერვისის ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის გამო, მისი გამოყენება 2013 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია IPM-მა ჩაატარა.

კვლევის შედეგად განისაზღვრა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი. ასევე,  სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ. კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით 160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g