სხვადასხვა კომპონენტების დეფიციტის გამო გლობალური ავტოწარმოება 2021 წელს 7–9 მილიონი მანქანით შემცირდება – ასეთ დასკვნამდე Boston Consulting Group–ის ანალიტიკოსები მივიდნენ. წლის პირველ ნაწილში კომპანიების დანაკარგმა 1,4 მილიონი ავტომობილი შეადგინა, შემდეგ ეს ციფრი 2,6 ერთეულამდე გაიზარდა. ექსპერტთა ვარაუდით, წლის ბოლომდე მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს.
კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი წელს Ford–ს ჰქონდა და წარმოების მაჩვენებელი 700 ათასი ავტომობილით შემცირდა. ზარალი დაუფიქსირდა ასევე კონცერნ Stellantis (Peugeot, Citroen, Chrysler, Fiat, Jeep და სხვები), რომელმაც დაახლოებით 600 ათასი მანქანა არ გამოუშვა და ბოლოს Renault–ის ჯგუფში მაჩვენებელი 415 ათასი მოდელი იყო.
სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მიკროჩიპების წარმოების მაჩვენებელი კი გაიზარდა, თუმცა პანდემიამ თავისი კორექტირება მაინც შეიტანა და მსოფლიო ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოუდგენელი გახდა.