მარიამ ელიეშვილი და მისი მეუღლე ახლახან მშობლები გახდნენ. მომღერლის ოჯახში ვაჟა დაიბადა, რომელსაც მშობლებმა საბა დაარქვეს. მარიამი მეორე ნახევართან და შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. დედა სპეციალურად ჩავიდა იმისთვის, რომ ქალიშვილს პატარა საბას მოვლაში დაეხმაროს. მარიამი fortuna.ge-ს ესაუბრება იმის შესახებ, თუ როგორი ემოციები აქვს ბავშვის შეძენის შემდეგ.
მარიამ, გილოცავთ შვილის შეძენას. როგორია ახალბედა დედობა?
დიდი მადლობა მოლოცვისთვის. დიდი სიყვარულით მოკითხვა თქვენს მსმენელებს და ჩემს გულშემატკივრებს შორეული ამერიკიდან. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ყველაზე საოცარი ეტაპია, ყველა ქალისთვის განსაკუთრებული პერიოდი და მადლობა უფალს, რომ მეც გავიზიარე ეს საოცარი გრძნობა. საბას გამოჩენამ ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი სიხარული შემოიტანა და კიდევ უფრო გაალამაზა ჩვენი ყოველდღიურობა. ახალბედა დედობა კი ენით აღუწერელი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის.

როგორი იყო პირველი დღეები და რა ემოცია მოიტანა პირველი შვილის შეძენამ?
პირველი დღეები საკმაოდ რთული იყო, რადგან ახალშობილი ძალიან დიდ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს, თუმცა, გააზრებული მაქვს, რამდენად დიდი ბედნიერებაცაა დედობა და ვცდილობ, მაქსიმალურად ღირსეულად გავუძღვე ამ საოცრად კარგ მდგომარეობას. ოჯახის წევრების გვერდში დგომამ კი უფრო შემიმსუბუქა ეს პერიოდი.
როგორ გეხმარებათ მეუღლე ბავშვის მოვლაში და კიდევ ვინ არის თქვენ გვერდით?
მეუღლე მაქსიმალურად ჩართულია ბავშვის მოვლაში, თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, როგორც უხერხდება. არის ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამა. დედა პირველივე დღიდან გვერდით მედგა, სპეციალურად ამ პერიოდისთვის საქართველოდან ჩამოვიდა. ასევე, გიორგის დედა მაქსიმალურად გვეხმარება, შესაბამისად, პატარა ბებოებისა და მოსიყვარულე ადამიანების გარემოში იზრდება.
ვის ჰგავს თქვენი პატარა და რა დაარქვით?
პატარას საბა დავარქვით. მსგავსებით ორივე მშობელს გვამსგავსებენ, გამოკვეთილად ვერ გეტყვით, რადგან ყოველდღე იცვლება. პირადად მე, ჩემს მეუღლესაც ძალიან ვამსგავსებ. მთავარია, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, ვიზუალურ მსგავსებას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას.

ბავშვის მოვლაში ყველაზე რთული რა აღმოჩნდა თქვენთვის?
ფორმაში ჩადგომას რაც შეეხება, ზედმეტი კილოგრამების უმეტესი ნაწილი უკვე დავიკელი, უკვე ვარჯიშიც შემიძლია და იმედია, საბოლოო მიზანსაც მალე მივაღწევ.
საქართველოში თუ აპირებთ თქვენი პატარას ჩამოყვანას?
რა თქმა უნდა, როგორც კი შეგვეძლება დიდ მანძილზე პატარას წამოყვანა, აუცილებლად ვეწვევით. პატარაობიდანვე გვინდა შევაყვაროთ საქართველო.