LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია განახლებული მრგვალი ბაღი [ფოტოები]

3097
67408669-2857111104305471-6613287692014714880-o

თბილისში, მრგვალი ბაღის რეაბილიტაცია გასულ კვირას დასრულდა. განახლებული ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა, მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს – ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი, დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.

დაირგო 1000 კვადრატული მეტრი რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.

პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g