LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ცივ ზამთართან დაკავშირებით

96

გარემოს ეროვნული სააგენტო ცივ ზამთართან დაკავშირებულ პროგნოზებს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ გრძალვადიანი პროგნოზის გაკეთება მხოლოდ საპროგნოზო პერიოდის დადგომამდე 10-15 დღით ადრეა შესაძლებელი. ამის თაობაზე სააგენტო თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება, როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები.

ევროპის და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე. ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია.

მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზებით“,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g