ლევან ვასაძემ ამჟამად მოსკოვშია, სადაც მკურნალობის კურსს ითარებს, რომელსიც ქიმიოთერაპიაც შედის. მას ორი მძიმე დიაგნოზი აქვს. ამის შესახებ მისი მეგობარი, სოსო მანჯავიძე ჟურნალ „სარკესთან“ ვრცლად საუბრობს.
„ჯერ თურქეთში იყო, სადაც მას გულის ამილოიდოზის დიაგნოზი დაუსვეს, უთხრეს, დაუყოვნებლივ გაეკეთებინა გულის გადანერგვა. მაშინვე დაუკავშირდნენ მოსკოვში ლეო ბოკერიას და რამდენადაც ვიცი, მან უთხრა, რომ გადანერგვის გარეშეც შეიძლებოდა მკურნალობა…
უიმედობასა და აპათიაში არ ჩავარდნილა. მუდმივად გვაქვს მასთან კონტაქტი და რასაც ვაკეთებთ, ყველაფერის საქმის კურსშია. არც ერთი წუთით არ ვუშვებთ, რომ მისი ავადმყოფობის გამო ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს…
მკურნალობის კურსი მიზნად ისახავს, რომ ამილოიდოზის ცილა, რომელიც დალექილი აქვს გულში, მოაცილოს, გაანეიტრალოს. მკურნალობის შედეგად პროცესები სიკეთისკენ წავიდა, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და კარგად ებრძვის ავადმყოფობას…“