რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 2 ზრდასრულის მდგომარეობა სტაბილურია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
კლინიკის ცნობით, პაციენტებს სხვადასხვა მოტეხილობები აღენიშნებოდათ, გაუკეთდათ ოპერაცია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 5 ბავშვი და 3 ზრდასრული დაშავდა.
