LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ვერაზე დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა

188
fot

გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მკურნალობას ხეჩინაშვილის კლინიკაში აგრძელებს.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

„შე­მოყ­ვა­ნი­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ბარ­ძა­ყის არე­ში. მუხ­ლის არე­ში, წვი­ვის არე­ში. ჩა­უ­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. კარ­ტერს რომ ეძა­ხი­ან, მაგ ტი­პის ტყვია იყო და­ახ­ლო­ე­ბით, ალ­ბათ, სამი გას­რო­ლით მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ტან­ში არ არის ტყვი­ე­ბი მოხ­ვედ­რი­ლი,“- თქვა ექიმმა.

რაც შეეხება მეორე დაჭრილს – ტურისტი ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფება. ის მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი პირი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g