როინ ქოჩორაშვილი ყურძნის ჩასაბარებელ ფასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
ქოჩორაშვილი კახელებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყურძნის ფასი 1,50 მას შემდეგ გახადეს, სანამ მოქალაქეებმა პროტესტი არ გამოხატეს.
„კახელებო მეც ხომ თქვენი გორისა ვარ, გამაგებინეთ იქნებ მე ჩავაბარე ყურძნის მოსავალი ძალიან იაფად. „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა 2012 წელს 1,50 ღირდა საფერავი 1კგ. 2024 წელს 1,30-ად დაიწყეს მიღება, პროტესტის და გზის გადაკეტვების შემდეგ გაზარდეს ფასი და 1,50 გახადეს!!!
რამე ხომ არ მეშლება?“ – წერს როინ ქოჩორაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ოქტომბრის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატები რამდენიმე დღის წინ დაასახელა.
„გახარია – საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მე-9 ნომერი ყოფილი საჯარო მოხელე, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილია.