თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი მათ 10-15 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.