ევროკავშირი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გარკვეულწილად შემსუბუქებას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საკვების და სასუქის სავაჭრო ბაზარზე საბანკო ტრანზაქციებისთვის გზის გახსნაა.
გავლენიანი გამოცემა დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი სწორედ დღეს გეგმავს სანქციების შეცვლას და წამყვანი ბანკებისთვის იმ გარკვეული სახსრების დაშვებას, რომლებიც შესაძლოა, საკვებითა და სასუქებით ვაჭრობაში არსებული შეფერხებების შესამსუბუქებლად გახდეს საჭირო.
“შეცვლილი რეგულაციის მიხედვით, რომელსაც ევროკავშირის ელჩები ოთხშაბათს მიიღებენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეეძლებათ, შეამსუბუქონ ადრე დაბლოკილი ისეთი ეკონომიკური რესურსები, რომლებსაც ფლობდნენ რუსეთის წამყვანი კრედიტორები, მათ შორის საუბარია “ვითიბის”, “ნოვიკომბანკის”, “სოვკომბანკის”, “ოტკრიტიე ბანკისა” და “ვების” სანქციებზე.
დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ ფული შეიძლება გამოიყოს „მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ასეთი სახსრები ან ეკონომიკური რესურსები აუცილებელია სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქების შესაძენად, იმპორტისთვის ან ტრანსპორტირებისთვის”, – წერს გამოცემა.