LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როკ-ენ-როლი ბევრისთვის მაინც საშიშია. ვისთვის? – გამოიცანით“ – ჯგუფ DDT-ს მოსკოვში ფართომასშტაბიანი კონცერტის ჩატარების ნებართვა არ მისცეს

320
DDT

ჯგუფ DDT-ს მოსკოვში ფართომასშტაბიანი კონცერტის ნებართვა არ მისცეს. როგორც თავად ჯგუფის წევრები გულშემატკივრებისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ამბობენ, მიზეზი რეგიონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისგან უარია.

„ჯგუფი DDT 2022 წლის 10 ივნისს, მოსკოვში კონცერტისთვის სერიოზულად მოემზადა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ უძლიერეს ღონისძიებაზე ჩვენმა ორგანიზატორებმა მოსკოვის რეგიონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისგან ნებართვა ვერ მიიღეს. „რეგიონალური უსაფრთხოება“ – ჰოდა, შემიძლია ყველას მოგილოცოთ: როკ-ენ-როლი ბევრისთვის მაინც საშიშია. ვისთვის? – გამოიცანით.“ – თქვა იური შევჩუკმა გულშემატკივრებისთვის ჩაწერილ მიმართვაში.

ცნობისთვის, კონცერტის ნებართვასთან დაკავშირებული პრობლემები ჯგუფის ვოკალისტის, იური შევჩუკის ომის საწინააღმდეგო წარმოდგენას უკავშირდება. მის წინააღმდეგ ოქმი შედგა და სასამართლოს გადაეგზავნა, თუმცა მოსამართლემ ოქმი პოლიციას გადასინჯვისთვის დაუბრუნა.

ოპოზიციონერმა ილია იაშინმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ არცერთ მოსამართლეს ცნობილი მუსიკოსის დაგმობა არ სურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g