,,როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის” ახალ წევრებს, 14 პრეტენდენტს შორის გამოავლენენ.
ცნობილი გახდა, რომ წელს მუზეუმში შესაყვანად ისეთი ბენდებისა და შემსრულებლების კანდიდატურები განიხილება, როგორებიც არიან:
- Bad Company
- The Black Crowes
- მერაია ქერი
- ჩაბი ჩეკერი
- ჯო კოკერი
- ბილი აიდოლი
- Joy Division/New Order
- სინდი ლუპერი
- Maná
- Oasis
- Outkast
- Phish
- Soundgarden
- The White Stripes
აღსანიშნავია, რომ Bad Company, The Black Crowes, ჩაბი ჩაჯერი, ჯო კოკერი, ბილი აიდოლი, Maná, Outkast და Phish ნომინანტთა სიაში, პირველად მოხვდნენ.
გაწევრიანების კანდიდატურა მეორედ მიენიჭათ, მერაია ქერისა და ,,ოაზისს” – პირველად ისინი შარშანდელ ჩამონათვალში ვიხილეთ.
წარდგენილები ასევე მეორედ არიან: the White Stripes, სინდი ლუპერი, Joy Division/New Order და Soundgarden.
ვინ გახდებიან ,,როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის” ახალი წევრები, ცნობილი აპრილში გახდება.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-12_23-38-24_051932-1024x576.jpg)
შეგახსენებთ, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი 1986 წელს, განსაკუთრებით როკ ინდუსტრიაზე დიდი გავლენის მქონე მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად დაფუძნდა. დადგენილი წესის მიხედვით, დარბაზში მოსახვედრად, არტისტების კანდიდატურა სადებიუტო ნამუშევრის გამოსვლიდან, მინიმუმ 25 წლის შემდეგ განიხილება.