როკ-ენ-როლის ლეგენდა ჩაკ ბერი საკუთარ სახლში, მისურის შტატში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერლის გარდაცვალების შესახებ სენტ ჩარლზის რაიონის პოლიციამ „ფეისბუქზე“ დაწერა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბერის გადარჩენა ვერ შეძლეს, მედიკოსების მისვლის დროს ის უკვე უგონოდ იყო.
მუსიკოსის კარიერა 60 წლის წინ დაიწყო. მას ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორიცაა Rock and Roll Music”, “Maybellene”, “Roll Over Beethoven”, “Sweet Little Sixteen” და “Johnny B. Goode”.
https://www.youtube.com/watch?v=ZFo8-JqzSCM