LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკფელერის ნაძვის ხის განათების ცერემონიაზე Backstreet Boys-მა იმღერა

122
photo-collage.png

4 დეკემბერს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო სიმბოლო – როკფელერის ნაძვის ხე განათდა.

93-ე წელია ნიუ-იორკი ტრადიციას არ ღალატობს. ქალაქის მთავარი საშობაო ატრაქციაც წლების გასვლასთან ერთად, სულ უფრო იხვეწება.

ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია. ის 50 000 ნათურითაა მორთული და ბროლის ვარსკვლავი ამშვენებს.

ცერემონიის მუსიკალური ნაწილი – კელი კლარკსონმა და Backstreet Boys-მა გააფორმეს. შოუ კაშკაშა და ბრჭყვიალა გამოვიდა.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა 90-იანების ერთ-ერთი საკულტო ბენდის მიერ საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული Wham!-ის კლასიკური ჰიტი – Last Christmas.

ჯგუფმა სიმღერის ქავერი 2022 წელს, პირველ საშობაო სტუდიურ ალბომში – A Very Backstreet Christmas წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს, ინგლისური პოპ დუოს – Wham! სიმღერის – Last Christmas რელიზიდან, 40 წელი გავიდა.

Last Christmas – ერთ საათში შექმნილი არასადღესასწაულო სიმღერა, რომელიც საშობაო კლასიკად იქცა – საკულტო ჰიტის შექმნიდან 40 წელი გავიდა – საინტერესო ფაქტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები