LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როლექსი კასიოზე გაცვალა“ – შაკირას მორიგი ქარაგმული ნათქვამი სიმღერაში და აგორებული სკანდალი მის წინააღმდეგ

1016
page

გუშინ, შაკირას ახალი სიმღერის ნაწყვეტის ტექსტი გავრცელდა, სადაც ის ჟერარ პიკესა და მის ახალ შეყვარებულს, კლარა ჩია მორტის მიმართავს.

„მე შენთვის ზედმეტად კარგი ვარ, ახლა ვისთანაც ხარ, ზუსტად შენი დონისაა“, –  მღერის შაკირა.

რამდენიმე საათის წინ კი მორიგი ნაწყვეტი გავრცელდა, რომელშიც შაკირა კვლავ ჟერარ პიკიეს მიმართავს და ამბობს, რომ მან „როლექსის“ საათი „კასიოს“ საათზე გაცვალა.

„როლექსი კასიოზე გაცვალა, ფერარი კი ტვინგოზე“, – მღერის შაკირა.

ცნობისთვის ტექსტის გავრცელების შემდეგ შაკირა ქალთმოძულეობაში დაადანაშაულეს. მას აღნიშნული ტექსტისთვის მწვავედ აკრიტიკებენ.

„შაკირა, ჯობია შეეგუეო ჟერარის ღალატის ფაქტს“,„ძალიან უხერხულია“,„ეს თავის დამცირებაა“, – წერენ კომენტარებში.

ვიდეო: „მე შენთვის ზედმეტად კარგი ვარ, ახლა ვისთანაც ხარ, ზუსტად შენი დონისაა“ – შაკირა ახალ სიმღერას ჟერარ პიკესა და მის საყვარელს უძღვნის

აი როგორ გამოიჭირა შაკირამ ჟერარ პიკე ღალატში – ინტერნეტსივრცეში უახლესი კადრები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები