ჟურნალმა Rolling Stone 2024 წლის 100 საუკეთესო ალბომი გამოავლინა.
საკულტო გამოცემამ პირველი ადგილი Charli XCX-ის მეექვსე სტუდიურ ალბომს – Brat მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ დისკმა, რომელიც გლობალურ ფენომენად იქცა, მსოფლიო მასშტაბით, არტისტის პოპულარობა და მნიშვნელოვანი აღიარება განაპირობა.
მეორე ადგილზე ბიონსეს მერვე სტუდიური ალბომი – Cowboy Carter დასახელდა.
მესამე ადგილი წილად MJ Lenderman-ის მეოთხე სტუდიურ ალბომს – Manning Fireworks ხვდა.
,,როლინგ სტოუნის” 2024-ის საუკეთესო ალბომების ათეული ასეთია:
- Brat, Charli XCX
- Cowboy Carter, Beyonce
- Manning Fireworks, MJ Lenderman
- Short n’ Sweet, Sabrina Carpenter
- Hit Me Hard and Soft, Billie Eilish
- Tyla, Tyla
- We Don’t Trust You, Future and Metro Boomin
- Eternal Sunshine, Ariana Grande
- Alligator Bites Never Heal, Doechii
- Tigers Blood, Waxahatchee
ჩამონათვალში ასევე ისეთი არტისტების ალბომები მოხვდა, როგორებიც: ზაკ ბრაიანი, Tyler, the Creator, კენდრიკ ლამარი, ტეილორ სვიფტი, შაკირა, ნორმანი და სხვები არიან.
Rolling Stone-ის 2024 წლის 100 საუკეთესო ალბომის სრული სია იხილეთ აქ.