LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce Ghost–ის მძღოლი Lamborghini Urus–ს დაეჯახა

67
ghost2010

ბოლო დროის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავარია ბირმინგების სიახლოვეს მოხდა. Rolls-Royce Gost, რომელიც 320 250 დოლარი ღირს, 257 000 დოლარად შეფასებულ Lamborghini Urus–ს დაეჯახა. დამნაშავე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ავტომობილში დოკუმენტები და პირადი ფოტოები დატოვა, ანუ მისი პოვნა უბრალოდ დროის საკითხია.

დამტვრეული სპორტქარების ამსახველი კადრები ტვიტერზე გავრცელდა. როგორც ფოტოებში ჩანს, Ghost–ს წინა ნაწილი აქვს დაზიანებული, Urus–ს კი უკანა ბამპერი და მარჯვენა მხარე დაემტვრა. საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა და ზიანიც ჯერ არავის დაუთვლია.

ერთ–ერთი ვერსიით, Rolls-Royce ავტომობილთა გაქირავების ცენტრს ეკუთვნის და მძღოლის უცნაური ქცევა ამ ფაქტით აიხსნება. თანაც, მამაკაცი იმდენად სწრაფად გაიქცა, რომ პირადი ნივთების წაღებაც ვერ მოასწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g