LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-ის ხელმძღვანელმა სამსახურის დატოვება და სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა

115
rolls-royce

კომპანია Rolls-Royce-ის გენერალურმა დირექტორმა სამსახურიდან წასვლა და თევზაობა გადაწყვიტა. ზუსტად ასე აღწერს ბრიტანული ლუქს ბრენდის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ტორსტენ მიულერი თავის სამომავლო გეგმებს. „კომპანია Rolls-Royce-ის მართვა თითქმის 14 წლის განმავლობაში უდიდესი პრივილეგია და სიამოვნება იყო“ – აღნიშნავს ის. მიულერს დასვენება სურს და აპირებს, რომ საყვარელი საქმიანობით – თევზაობით დაკავდეს.

1-ლი დეკემბრიდან Rolls-Royce-ს სათავეში კრის ბრაუნრიჯი ჩაუდგება, კრისი ამჟამად BMW-ს ბრიტანული დანაყოფის მმართველია.

მიულერი Rolls-Royce-ს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად ბრენდის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. კომპანიამ მანქანების ექსკლუზიური ვერსიების გამოშვება გაზარდა და სამოდელო ხაზიც გააფართოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები