LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-ის მოდელებს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იძენს

38

საავტომობილო გამოცემების სპეციალისტებმა Rolls-Royce-ის მდიდრული ავტომობილების გაყიდვები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ყოველწლიურად ბრენდის ავტომობილები ახალგაზრდა მყიდველებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. უფრო კონკრეტულად კი მარკის კლიენტების ასაკი 56 წლიდან 45 წლამდე შემცირდა. ევროპული საავტომობილო გამოცემები იუწყებიან, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს, ავტომოყვარულების საშუალო ასაკი , რომლებიც არჩევანს Rolls-Royce-ის მოდელებზე აკეთებდნენ, 56 წელს შეადგენდა. ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი ბრიტანული ლუქსის კლასის ბრენდის აუდიტორია გაახალგაზრდავდა და 45 წელს შეადგენს.

რაც შეეხება სხვა ბრენდებს და მათ პრემიალურ სეგმენტს, სიტუაცია აქაც მსგავსია. Cadillac-ის მოდელების მყიდველთა ასაკი 52 წელია, კომპანია „ბუიკზე” კი არჩევანს 59 წლის კლიენტები აჩერებენ. თუკი დიდი გერმანული სამეულის წარმომადგენლებზე ვისაუბრებთ, მაშინ ირკვევა, რომ BMW-ს ლუქსის კლასის კლიენტების ასაკი 50 წელია, Mercedes-Benz-ის კი 51 წელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები