კომპანია Rolls-Royce-მა სედანი Phantom-ისთვის სპეციალური პარფიუმი შექმნა. არომატმა ავტომობილის ბუნებრივი სუნი უნდა შეავსოს და მგზავრებს დაუვიწყარი მოგზაურობა აჩუქოს.
ბრენდი Rolls-Royce დიდი რუდუნებით ეპყრობა არამხოლოდ მასალას რომლითაც მუშაობს, არამედ მათ არომატებსაც. სუნებთან დაკავშირებით სპეციალური დანაყოფი მუშაობს, რომელშიც ექსპერტები, ბიო ქიმიკოსები და პარფიუმერები არიან გაერთიანებული. ისინი წყვეტენ თუ როგორი არომატი ექნება ამ თუ იმ მოდელს და ჯერ კიდევ წარმოების ეტაპზე გამორიცხავენ ყველაფერს, რასაც არომატების რთული პირამიდის დანგრევა შეუძლია.
დღეს წარმოდგენილი პარფიუმი Scent კი ავტომობილის ბუნებრივი სუნის შესავსებადაა განკუთვნილი – დასაწყისისთვის მხოლოდ „ფანტომისთვის“.