5 წლის წინ, როცა პანდემიამ მთელი ქვეყანა ჩაკეტა და ადამიანების ცხოვრება შეანელა, იაკო ჭალაგანიძემ პირიქით გააქტიურება და საკუთარი თავის გარდაქმნა გადაწყვიტა… ერთ დღესაც მან საზოგადოებას ასე მიმართა: „დადგა ის დღე, როცა გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილო“ და ათიათასობით ადამიანს თავისი ამბავი მოუყვა. 34 წლის იაკო ჭალაგანიძემ თავისი გამოცდილება „სარკესაც“ გაუზიარა.
„ერთხელ მივედი საავადმყოფოში, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. რომ ამწონეს და 140 კილო ვიყავი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად მქონდა. ოპერაცია არ გავიკეთე, მოვიფიქრებ-მეთქი, ექიმს ვუთხარი და წამოვედი. იმ პერიოდში პანდემიაც დაიწყო და სწორედ მაშინ დავისახე მიზანი, 20 კილო დამეკლო, მაგრამ 80 კილო დავიკელი…
ჩემი ოცნება იყო, ჩამეცვა „ბრეტელებიანი“ მაისურები, ჩექმები, რომლებიც არ მეტეოდა, ცალ-ცალკე საცურაო კოსტიუმი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომელიმე კომპანია ფოტოსესიაში გადაღებას თუ შემომთავაზებდა…
ჩემი დიეტა წამებასთან არიყო დაკავშირებული. ბათუმში ყოფნის დროს აჭარულსაც ვჭამდი, მაგრამ ეს არ იყო ყოველდღე და ერთი მთლიანი ხაჭაპური. ორჯერ ვჭამდი. დილის 10 საათზე ვჭამდი ყველაფერს, რაც სახლში მქონდა, საღამოს 4 საათზე ცილას ვიღებდი. საჭმლის ულუფები შევამცირე. მსუყე საკვებს ყოველდღე არ ვიღებდი…“
