სალიტა ჩუბინიძე, რომელიც წლების წინ პოპულარული იყო, 12-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა და ჟურნალ „თბილისელებს“ (8 დეკემბრის ნომერი) ესაუბრება.
სალიტა ჩუბინიძე:
რომ არ გავჩერებულიყავი, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან დიდი წარმატებები იქნებოდა. მე თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე ვთქვი უარი. შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ არა ჩემი არჩევანი, რასაც არ ვნანობ, რადგან ასე იყო საჭირო, ახლა პიკში ვიქნებოდი. ამას შინაგანად ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, იმ სცენარით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში განვითარდა, მადლიერი და ბედნიერი ვარ. ალბათ, ასე იყო საჭირო.
ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი. არანაირი შინაგანი ბარიერი აღარ არსებობს და ისევ იმ ციკლში ჩავები, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობდი არა მხოლოდ 12 წლის წინ, არამედ ბავშვობიდან მოყოლებული. მე მუდმივად სცენაზე ვიყავი. ეს მდგომარეობა ახლა ჩემთვის იმდენად ორგანულია, თითქოს პაუზა არც ყოფილა.
სალიტა ჩუბინიძე ამჟამად საჩხერეში ცხოვრობს: „აქ მე და ბავშვები გადმოვედით. გაბრიელს თავიდან ჰქონდა კითხვები, თითქოს არ უნდოდა, მაგრამ როგორც კი გადმოვედით, თქვა, რომ ძალიან მოსწონს და არსად წასვლა არ უნდა. ორივეს ძალიან მოსწონს. თბილისში ბევრი შემოთავაზება მაქვს. ამ ეტაპზე საჩხერეში ვარ, მაგრამ სამომავლოდ არ გამოვრიცხავ, დავთანხმდე შემოთავაზებულ თანამშრომლობებს. შემოქმედი ადამიანი, რეალიზების თვალსაზრისით, ერთ ლოკაციაზე ვერ ჩერდება, მით უმეტეს, მასშტაბებისთვის თბილისი საჭიროა და მეც არ გამოვრიცხავ მომავალში დაბრუნებას.
