LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ არა დედაჩემი, ცხოვრება ასეთი ფერადი არ იქნებოდა“ – თიკა ფაცაცია დედასა და შვილებთან ერთად მოგზაურობის ემოციურ დეტალებს იხსენებს

166
თიკა ფაცაცია დედასთან ერტად

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში დედასა და შვილებთან ერთად გატარებულ შთამბეჭდავ მოგზაურობაზე საუბრობს.

მისი თქმით, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში წასვლა დედის ოცნება იყო, რომლის ასრულებაც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„დედაჩემის ოცნება იყო ემირატებში წასულიყო და ძალიან მინდოდა მესიამოვნებინა მისთვის და თან ჩემი შვილებისთვის. ისეთი გემრიელი წასვლა გამოგვივიდა ჩვენ ოთხს, სათავგადასავლოც იყო და სასიამოვნო იყო იმის ყურება, როგორ უხარია დედაჩემს და ჩემს შვილებს… კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ძალიან მაგარი დედა მყავს, ძალიან გამიმართლა. რომ არა დედაჩემი, ცხოვრება ასეთი ფერადი, ჭრელი, მრავალფეროვანი და საინტერესო ალბათ, არ იქნებოდა“, – აღნიშნა თიკა ფაცაციამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები