LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ არა ნათია, დღეს ჩარჩოში ჩასმული და კედელზე დაკიდებული სურათი ვიქნებოდი… ძალიან ვუყვარდი და ბევრ რამეს მპატიობდა…“ – ზაზა კოლელიშვილი მეუღლის შესახებ

113
ზაზა კოლელიშვილი

ზაზა კოლელიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და მეუღლის წვლილზე აკეთებს აქცენტს:

„რომ არა ნათია, დღეს ვიქნებოდი ჩარჩოში ჩასმული და კედელზე დაკიდებული სურათი, ნამდვილად ასე იქნებოდა. მე ყოველთვის ვაფასებდი ჩემს მეუღლეს და ხშირად მითქვამს: ნათიას ღირსი არ ვარ-მეთქი. ახლახან ჯვრისწერიდან 42 წელი შეგვისრულდა და არავინ მითხრას, სიყვარული დროთა განმავლობაში ხუნდებაო… კი არ ხუნდება, იღებს სხვადასხვა ფერს და ფორმას, ასაკის მიხედვით. ნაბიჯს არ ვდგამდით უერთმანეთოდ და დღემდე ასეა. ნათიას დავარქვი ჩემი „შეცდომების გასწორება“. მე ვაშავებდი, ის ასწორებდა (იცინის). უერთმანეთოდ არ შეგვეძლო, ძალიან ვუყვარდი და ამიტომ ბევრ რამეს მპატიობდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g