LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა საომარი მოქმედებები, სავარაუდოდ ალბათ უკრაინასაც შეიძლება არ გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით: ვანო ჩხიკვაძე

77
ghj-63478

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს სტატუსის მისანიჭებლად? ამ თემაზე „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გადაწყვეტილების მიღებისას.

„მთელი ეს პროცესი უკავშირდება და გამომდინარეობს უსაფრთხოების თემიდან. რომ არა საომარი მოქმედებები უკრაინაში, რა თქმა უნდა ეს სიტუაცია დღეს არ გვექნებოდა. რომ არა საომარი მოქმედებები, სავარაუდოდ ალბათ უკრაინასაც შეიძლება არ გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ერთგვარი გამომწვევი მთელი ამ პროცესებისა, რაც დღეს მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს იქნება სავარაუდოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება რასაც ევროკავშირი მიიღებს ამ სამ ქვეყანასთან დაკავშირებით”, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი – 10 მაისს.

magti 5g