LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომ არა სიმღერა ”მონატრებიხარ ფიქრებს”, მე დღეს ამდენს არ ვიმოგზაურებდი

18

Ardaidardo.Ge

ლაშა რამიშვილის ახალ გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ლაშა ღლონტი ესტუმრა. საუბარი სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა, შეგიძლიათ აუდიო ჩანაწერი აქვე მოისმინოთ.


მივესალმები ჩემს საყვარელ რადიოს, რომელიც ყველა ჩემი ახალი სიმღერის გამხმოვანებელია. რომ არა სიმღერა ”მონატრებიხარ ფიქრებს”, რომ არა დათო არჩვაძე და ნანა ცინცაძე, მე დღეს
ამდენს არ ვიმოგზაურებდი.


მე მაგალითად არასოდეს ვამბობ უარს კარგ სასმელზე… შენთვის ბახუსნარევი მდგომარეობა რომელ სასმელთან ასოცირდება?

დიახ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი მაქვს დალეული, დაახლოებით 3-4 ადამიანის სიცოცხლე გავიარე, ახლა აღარ ვსვამ, ზომიერებისკენ წავედი. ბახუსი რა თქმა უნდა ღვინოსთან ასოცირდება, თუმცა იმასაც გააჩნია რომელ ქვეყანაში ხარ, გერმანიასა და ჩეხეთში ლუდი უნდა მიირთვა, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და საქართველოში ღვინოს ვანიჭებ უპირატესობას, რუსეთსა და უკრაინაში კი არაყს უნდა მიეძალო.


როდესაც ზომიერად მიირთმევ სასმელს, მეორე დილას როგორ ხარ ხოლმე?

ვინაიდან საქართველო არის ტურისტული ქვეყანა, ბევრი ადამიანი ჩამოდის და საქართველოს იცნობენ ღვინისა და ქვევრის სამშობლოდ, მე ჩემი გეოგრაფიული ფორმულირება მაქვს შემუშავებული. პარასკევს უნდა წახვიდე კახეთში, ზომიერად უნდა იქეიფო, მეორე დღეს უნდა დაიწყო 12:00 საათიდან და მთელი დღე იქეიფო, კვირას კი უნდა წამოწვე ყურძნის ჩრდილში და დილიდან ცივი თითა ყურძენი მიირთვა – ასე უნდა გაატარო მთელი დღე, საღამოს დაჯდე დასვენებული მანქანაში და წამოხვიდე. მე კვირა დღეს არაფრის კეთების დღეს ვეძახი.

Ardaidardo.Ge


ქალის სადღეგრძელო, ან ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის სადიდებელი როდესაც არის და ამ დროს ისმის სიმღერა ”ბინდისფერია სოფელი”, არადა მაშინ არის თამადა ძლიერი, როდესაც ყველა სადღეგრძელოს შესაფერისი მუსიკა მოყვება…

ყველას გვახსოვს ფილმი ”დათა თუთაშხია” და სუფრა თბილისში, სადაც ნანი ბრეგვაძე მღერის სიმღერას ”ვარდები არ არიან”, გააჩნია სუფრას… სუფრა უნდა იყოს აკადემიური თავისი საქციელით. არასოდეს დამავიწყდება გურიაში ვიყავი ქორწილში დაპატიჟებული და მეზობელმა დამიძახა ბოსტანში, მოწყვიტა კიტრი, პომიდორი, მოიტანა ყველი, ღვინო, დაუძახა რამდენიმე მეზობელს და შესანიშნავად ვიქეიფეთ, სამას კაციან ქორწილს აჯობა.


გასტროლზე მიდიხართ როგორც ვიცი…

21 მაისს ათენში, ცენტრალურ თეატრში ”ალილოს” სოლო კონცერტი გაიმართება. მინდა საბერძნეთის ემიგრაცია მოვიკითხო.


ხომ სულ სხვანაირი ელფერი აქვს სუფრას, როდესაც მანდილოსანი ამშვენებს სუფრას…

რა თქმა უნდა, არც სიმღერა გამოდის ისეთი, არც კერძი და არც ღვინო ისმევა ისე, თუ სუფრაზე ქალბატონი არ არის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiogvinodudukikalebi-2

ლაშა ღლონტი – შენ რომ დიდი იქნები. Live



ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები