LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომ გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, შოკი იყო, რადგან ჩემი სიმპტომებიდან გამომდინარე, გოგოს უფრო ვფიქრობდი…“ – როგორი ორსულია ციაკო ფიფია

1439
page

იუმორისტი ციაკო ფიფია სულ მალე მეორე შვილის დედა გახდება. ამ მოლოდინის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელების“ (3 ნოემბრის ნომერი) ახალ ნომერში საუბრობს.

ციაკო ფიფია:

ზოგადად, რომ გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, შოკი იყო, რადგან ჩემი სიმპტომებიდან გამომდინარე, გოგოს უფრო ვფიქრობდი. თან, რადგან პირველი ბიჭი მყავდა, მეორე გოგო მინდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ გოგო იქნებოდა, სულ გოგოს სახელები მიტრიალებდა თავში, ბიჭის სახელი არც გამივლია გონებაში. ჩემი ქმარი და ჩემი შვილი ამბობდნენ, ბიჭიაო…

მუცელი მართლა არ მეტყობა, თუ იცის ვინმემ, რომ ორსულად ვარ, რომ შემომხედოს, ვერ მიხვდება. კვების მხრივ უპრეტენზიო ვარ, არაფერი მინდება განსაკუთრებული, არაფერზე ვაწუხებ ჩემს ქმარს. ამ მხრივ, ქმრისთვის ძალიან ჯიგარი ორსული ვარ (იცინის). არც წონა გამქცევია და იმედია, ბოლო თვეებშიც არ მოვიმატებ ბევრს. ჩემი სუსტი წერტილი ცომეულია, თუმცა ვცდილობ, საღამოს საათებში თავი შევიკავო და არ ვჭამო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g