მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ბულგარეთის საზღვარზე დაკითხეს.
მსახიობის თქმით, დაახლოებით საათ-ნახევარი კითხავდნენ. მიზეზზე კი ინსტაგრამსთორიში ვრცლად ისაუბრა.
„დაახლოებით საათ-ნახევარი მკითხავდნენ. შარშანაც ზუსტად იგივე გადამხდა. ბულგარეთში რომ შემოვდიოდი, ფოტორობოტმა აჩვენა, რომ ვარ ვინმე გიორგი გეგეშიძე, ის ზუსტად ჩემი ტოლია, საფრანგეთში ჯიხური აქვს გატეხილი და ძალიან მგავს. იფიქრეს, პასპორტი შეცვლილი აქვს ამ გეგეშიძეს და ბულგარეთში შესვლას ცდილობს. ძლივს დავუმტკიცე, ვინც ვიყავი და ბოდიშებით გამიშვეს.
წელსაც, რომ მოვდიოდი, გული ცუდს მიგრძნობდა და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. საათ-ნახევარი მკითხავდნენ და გამომიშვეს“, – ამბობს გიორგი ვარდოსანიძე და ბულგარეთიდან კადრებს აზიარებს.