„რომ ვიხსენებ ძველ დროს, როდესაც რუსი ტურისტები ჩამოდიოდნენ საქართველოში – ისინი ჩამოდიოდნენ როგორც თავის დაპყრობილ ქვეყანაში და გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ჩვენც ვემსახურებოდით, „ძენ პაბედის“ ვმღეროდით და ვეთაყვანებოდით, სადღეგრძელოებს ვსვამდით, რათა დაგვემტკიცებინა, რომ ჯიგიტები ვართ“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „TV პირველის” ეთერში ისაუბრა.
მან რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია, უკრაინამ გადაარჩინა მთელი ევროპა და მსოფლიო ამ უშველებელი აგრესორისგან, ტერორისტისგან.
მინიმუმ 5 წელი რუსეთი მოკვდება შიმშილით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თემურ ჭყონია
„ეს არ არის სახელმწიფო, რომელსაც უნდა ენდო, რომელიც არის კეთილგანწყობილი ვინმეს მიმართ“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ რუსეთზე საუბრისას.
როგორც ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, უკრაინამ აჩვენა მსოფლიოს რუსეთის სისუსტე. „უბრალოდ, ჩვენ ვართ მშიშრები – თორე, ისინი კი არ არიან მაგრები. ჩვენ გვეშინია არარსებული სიძლიერის“, – დასძინა თემურ ჭყონიამ.