„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე გიორგი ჩალაძის მიერ კანდიდატურის დაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გოცირიძე ჩალაძის მიერ დაწერილ პოსტს აზიარებს და წერს:
„ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?
ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ. კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა.
პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით“, – წერს რომან გოცირიძე.