LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს – ჯეჯელავას „ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე – არ არის გამორიცხული, თქვენ „სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ

164
BeFunky-collage

“თქვენი გამოსვლა, რომელიც ამდენი საათის განმავლობაში მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული, სიზმრების მინისტრი გიწოდოთ”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისი შეფასებით, დღეს განათლების სისტემა ყველაზე დაჩაგრულია, რადგან ქვეყანა გაუნათლებელი ქვეყნების კატეგორიაშია.

„თქვენი თემა იყო სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობა UNICEF-თან ერთად. რომელ სასკოლო კვების კონცეფციაზეა საუბარი, როდესაც თქვენმა წინამორბედმა მინისტრმა ორ სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა. როგორც იტყვიან, ვაშლები ვერ დაარიგეთ, დროშა ვერ დაკიდეთ. დროშას რომ ვერ დაკიდებთ, სასკოლო კვებას უზრუნველყოფთ ბატონო მიხეილ? სასკოლო კვების უზრუნველყოფა ნიშნავს შესაბამის ბიუჯეტს, რომელიც არ გაქვთ. არ გაქვთ, რადგან 70 მილიონს ხარჯავენ ივანიშვილის მიერ აშენებულ და გაკოტრებულ „ბლექ სი არენაში“, კონცერტების დასაფინანსებლად. 2016 წელს გაიხსნა ეს საკონცერტო დარბაზი და სულ 6 თუ 7 კონცერტი ჩატარდა. ყოველწლიურად მილიონები იხარჯება მის შენახვაზე. ვერ მოითხოვეთ, რომ ეს 70 მილიონი მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად ყოფილიყო მიმართული? – ცოტა ცინიკურად გამომდის, მაგრამ ორი სკოლა შეარჩიეთ და ვაშლების გარეცხვა და სკოლამდე მიტანა ჩაფლავდა. ამიტომ, მე ბატონ (ალექსანდრე) ჯეჯელავას ვუწოდე „ვაშლების მინისტრი“. პოლიტიკაში „მოსულა“ ნახევრად სატირულად საუბარი, ინგლისის პარლამენტში კიდევ სხვანაირად ლაპარაკობენ, ამიტომ, მოდით, ნუ გეწყინებათ, მაგრამ თქვენი გამოსვლა, რომელიც ამდენი საათის განმავლობაში მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული, თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ“, – მიმართა გოცირიძემ ჩხენკელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g