LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე „ოცნებას“: თქვენ გეშინიათ კარვის, ელოდებით „კარვების რევოლუციას“

138
fot

კონსტრუქცია თქვენი წარმოდგენით არის კარავი და თქვენ გეშინიათ კარვის, გელანდებათ „ვარდების რევოლუციიდან“ [არ მივიდეთ] „კარვების რევოლუციამდე“. ელოდებით „კარვების რევოლუციას“ და სასაცილოა. გეშინიათ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაშაული და ცოდვა გაქვთ ჩადენილი, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ყველა, ვისაც 11 წლის განმავლობაში კარავი ჩამოართვეს, კომპენსაციისთვის სასამართლოში იჩივლებს.

„თქვენი საფირმო ნიშანი იყო რკინის კონსტრუქცია, რომელსაც ერქვა საკანი და სამი თვის განმავლობაში პარალიზება გაუკეთეთ თბილისს და ვაჭრობა და ტურისტული შემოსავლები გაანულეთ. ბოდიშის მოხდას აპირებთ თუ არა, რომ თურმე ის კონსტრუქციები რაც იყო, იყო უკანონო?!

თერთმეტი წლის განმავლობაში ყაჩაღებივით თავს ესხმოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კონსტრუქცია ჰქონდათ. კონსტრუქცია თქვენი წარმოდგენით არის კარავი და თქვენ გეშინიათ კარვის, გელანდებათ „ვარდების რევოლუციიდან“ [არ მიხვიდეთ] „კარვების რევოლუციამდე“. ელოდებით „კარვების რევოლუციას“ და სასაცილოა, გეშინიათ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაშაული და ცოდვა გაქვთ ჩადენილი.

ამდენი კარავი რომ წაართვით 11 წლის განმავლობაში, დაუბრუნებთ თუ არა ჯარიმით, ან პროცენტით?! ანუ რაც კანონდარღვევით გქონდათ ჩადენილი, მისი კომპენსაცია მოხდება თუ არა. ყველა გიჩივლებთ სასამართლოში და ყველაფერი არის აღწერილი ტელევიზიებში, როგორ მიათრევდით კარვებს და წვავდით. მოგიწევთ ფულის გადახდა, ოღონდ სახლიდან უნდა მოიტანოთ ფული და სამწუხაროდ, ისევ ბიუჯეტიდან იქნება გადასახდელი.

სცენა არის კონსტრუქცია? ან დროშა არის თუ არა კონსტრუქცია?! ხომ შეიძლება თქვათ, რომ საკმაოდ გრძელტარიანი დროშა შეიძლება მომიტინგემ ვიღაცას მოუქნიოს და სამართლიანად ჩაარტყას თავში, ოღონდ არ გააკეთებს ამას, თორემ თქვენ რომ იქ გახვიდეთ, მართლა დროშა მოგხვდებათ თავში. რა არის კონსტრუქცია საბოლოო ჯამში, რომ განგვიმარტოთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g