LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: „ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ… აშშ-ს საელჩოს „ქარდებით“ ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით“

152
რომან გოცირიძე

„მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს – „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა, პირველად ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „ქარდები” შეაფასა და თქვა, რომ ამით ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს.

„ეს არის უნიკალური მოვლენა. არა მგონია, რომ სადმე მსგავსი ფორმით ყოფილიყოს პოზიცია გამოთქმული. ეს არის გენიალური მიგნება. ეს არის ძალიან სხარტი და ლაკონიური.

რობინ დანიგენი: „ვიმედოვნებთ, ამომრჩევლები კარგად დაფიქრდებიან, თუ ვის აძლევენ ხმას – ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს, რა პოლიტიკას ატარებენ პარტიები“

ელჩის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბევრს საუბრობენ პოლიტიკურ პარტიებზე, კანდიდატებზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების დროს ამომრჩეველია.

ასევე, რა თქმა უნდა, იუმორი და ქართული ოცნების” დაცინვა, რომელსაც ელაპარაკება ისეთი „მესიჯებით“, რომელიც შესაძლოა სხვა სტილის გადაცემაში ყოფილიყო. მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს. აქვს თუ არა ზემოქმედების ეფექტი საზოგადოებაზე? – აქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“ – აშშ-ის საელჩო მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს

ამავე კონტექსტში გო­ცი­რი­ძემ თქვა, რომ ერთი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაც კი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გვერ­დში “ქარ­თულ ოც­ნე­ბის” მმარ­თვე­ლო­ბას უდ­გას.

„არ არ­სე­ბობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც მხარს ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ას არ უჭერს. ერთი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაც კი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გვერ­დში “ქარ­თულ ოც­ნე­ბის” მმარ­თვე­ლო­ბას უდ­გას. ასე­თე­ბი არი­ან – ბე­ლა­რუ­სი, რუ­სე­თი და ასე­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი. ასე რომ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბი ამ „ქარ­დებს”. – აღ­ნიშ­ნა რომან გო­ცი­რი­ძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g