LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: „საკმარისია, სანქციების კუთხით ივანიშვილის შვილზე, უტაზე, რომელზეც ყველაფერია მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და მისი საქმე დამთავრებულია… ივანიშვილს უმძიმესი დღეები მოელის“

498
რომან გოცირიძე, უტა ივანიშვილი

„ფაქტობრივად, ეს არის ამ უწყების მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ. შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები. ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ერთ რამეს, რომ ვერ მიმხვდარა ბიძინა ივანიშვილი, რა უბედურება ტრიალებს მის თავს“ – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გოცირიძემ გადაცემაში შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის ინიციატივა, რომლის თანახმადაც ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.

გოცირიძე ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები „აბსურდულია“:

„ფაქტობრივად, ეს არის ამ უწყების მოსყიდვა, თანაც შეგულიანება, რომ ჩვენ ხომ გიცავთ თქვენ, მაგრამ აი, თქვენც შეგიძლიათ საკუთარი თავი დაიცვათ და აგერ, იარაღს გაძლევთ. შეიარაღებულ სტრუქტურად გადააქციეს ცესკო-ს თავმჯდომარე და მისი წევრები. ყველა ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ერთ რამეს, რომ ვერ მიმხვდარა ბიძინა ივანიშვილი, რა უბედურება ტრიალებს მის თავს. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გაყალბებისათვის ემზადებიან, კვლავ აქვთ იმის იმედი, რომ ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენონ;

ამ გამკაცრებული კანონით მაქსიმალურად შეეცადონ ამომრჩევლებზე მანიპულაციას, მოსყიდვას და ზემოქმედებას. თუ ასე გააგრძელა ივანიშვილმა, ორი არჩევანია: ან არჩევნებით კატასტროფული წაგება ან ივანიშვილის ისე დასანქცირება, რომ ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა. იმიტომ, რომ დღეს, ფაქტობრივად, ივანიშვილს არ აქვს სანქციები. მხოლოდ ფიზიკურ პირს აქვს სანქცია და ეს მცირე დისკომფორტს უქმნის. საკმარისია, ოჯახის ერთ წევრზე, მაგალითად, უტაზე, რომელიც „ქართუ ფონდის“ დამფუძნებელია და ყველაფერი მასზეა მიბმული, ერთი სიტყვა ჩაიწეროს და დამთავრებულია. ამიტომ, უმძიმესი დღეები მოელის მას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g