ამერიკის კინოაკადემიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომან პოლანსკის აკადემიის წევრის სტატუსი გაუუქმდა. იგივე ბედი ეწია კომიკოს ბილ კოსბის. მიზეზად მათ წინააღმდეგ აღძრული სექსუალური ტიპის ბრალდებები სახელდება.
შეგახსენებთ, რომ პოლანსკიმ წლების წინ აღიარა, რომ 1977 წელს არასრულწლოვანი მოდელი, სამანტა გეიმერი გააუპატიურა, თუმცა ამ აღიარების შემდეგ ის ამერიკიდან გაიქცა.
რაც შეეხება ბილ კოსბის, მას ბრალი ასევე სექსუალურ ძალადობაში ედება.