LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან ქერქაძე და დათო ბეკოშვილი სტუმრად გადაცემაში ღვინო დუდუკი ქალები „აუცილებელია ქალი სუფრასთან“

49

Ardaidardo.Ge

გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ რომან ქერქაძე და დათო ბეკოშვილი ესტუმრნენ. მათი იუმორისტული დუეტი „იუმორინა“-ში წელს პირველად გამოჩნდა. პირდაპირ ეთერში ბევრი იხალისეს, ბოლოს კი სიმღერა წარადგინეს, რომლის ავტორიც ჯემალ ბაღაშვილია.

 

სუფრასთან ყოფნა კარგია…

ჩვენ ღვინოს ვანიჭებთ უპირატესობას, ღვინის სიყვარულმა ლექსიც კი დამაწერინა. მე ვარ თეთრი წყაროდან, ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ყველას მივულოცავ დღესასწაულებს. თეთრი წყარო ძალიან ინტერნაციონალური ადგილია. გვაქვს ღვინო ასურეთული, შავი, ასევე გვაქვს რქაწითელი, სასწაულია. რა თქმა უნდა აკეთებენ ყველანაირი ხილის არაყს. თეთრ წყაროში ბევრი სომეხი ცხოვრობს, რომლებიც უგემრიელეს კონიაკს აკეთებენ.

როდესაც ქალია სუფრასთან, სხვა მოკრძალებაა…

მოვეფეროთ ქართველ მანდილოსანს, ასე ვიტყვი:

შემოვევლები ქართველო ქალო, შენს სინაზეს და შენს სილამაზეს

შენს სიმორცხვეს და შენს სიამაყეს,

ალმოდებული ლოყის სიწითლე,

თქვენს სიტკბოებას და თქვენს სიმწიფეს,

თქვენს სიყვარულს და მხურვალე ამბორს,

ამ ცხოვრებაში მითხარით რა სჯობს…

მნიშვნელოვანი კი არა აუცილებელია ქალი სუფრასთან. კარგად იცით როგორი მოლხენა ვიცით ჩვენ, უფრო მეტი მოწიწებაა, ლექსი მოგეძალება, ადრესატია, სხვა ემოციაა, სხვა გულით წაიკითხავ, ღმერთო გვიმრავლე კარგი ქართველი დარბაისლები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ.

ვიცი, რომ გასტროლს გეგმავთ…

4 თებერვალს ათენში ვართ მიწვეულები, მეგობარმა მიგვიწვია, ტარდება კონცერტი, ჩვენ წამყვანები ვიქნებით და ასევე იუმორისტულ ნომრებს შევთავაზებთ ქართველ ემიგრანტებს.

„იუმორინა“-ში მონაწილეობთ…

მივესალმები ჩვენს ძმებს, დიდი მადლობა მამა-შვილ ბაღაშვილს. მე და რომანს ერთ-ერთი ოცნება აგვისრულა, სულ გვინდოდა „იუმორინა“-ს სცენაზე ჩვენც გამოვსულიყავით, „იუმორინა“-ზე გავიზარდეთ, ამიტომაც მოგვინდა იუმორისტობა. ისინი ჩვენი კუმირები არიან. ჩვენც მოგვეცა საშუალება და გავაკეთეთ დუეტი.

რომან ქერქაძე და დათო ბეკოშვილი-თაზა

AudioDATOBEKOSHVILI ROMANQERQAZE TAZAAXALTAXALI

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioGvino Duduki. Roman Qerqadze Da Dato Bekoshvili

რომან ქერქაძე & დათო ბეკოშვილი. “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები