წითელ ხალიჩაზე გამოჩენისა და მრავალი მიღწევის შემდეგ, ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი მექსიკაში, რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ. წყვილი ლოს-ანჯელესის აეროპორტის ტერმინალზე დააფიქსირეს, სადაც ისინი ხელჩაკიდებულები, მხიარულად და უდარდელად მიემართებოდნენ პირადი თვითმფრინავისკენ.
ცნობისთვის მსახიობმა ფილმში, „მარტი დიდებული“ შესრულებული როლისთვის „საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინაცია მიიღო, რაც მისთვის უკვე მესამე ნომინაცია გახლავთ.
ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი „თითქმის დაქორწინებულები“ არიან – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება
ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ოფიციალურად ქორწინება არ დაუდასტურებია, წყაროს ინფორმაციით, ისინი ლოს-ანჯელესში უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ცხოვრობენ და „იქცევიან ისე, თითქოს თითქმის დაქორწინებულები იყვნენ“.
„მიყვარხარ, შენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი“ – ტიმოთი შალამეს ჯილდო და პირველი საჯარო აღიარება