მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მოდელს, ირინა შეიკს და ჰოლივუდის ვარსკვლავს, ბრედლი კუპერს პაპარაცების ყურადღება არ აკლიათ.
კვირას რუსი მოდელი მეგობარ მამაკაცთან ერთად იტალიაში, რომანტიკულ ტბა გარდაზე საცურაოდ შავ სექსუალურ ბიკინიში გამოწყობილი გამოჩნდა. 30 წლის შეიკი კვლავ არაჩვეულებრივ ფორმაშია, ისევე, როგორც 41 წლის ბრედლი კუპერი – მსახიობი წელს ზემოთ შიშველი იყო და მისი ნავარჯიშები სხეული პაპარაცების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
წყვილი ზაფხულის უმეტეს ნაწილს ევროპაში ატარებს.