LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომაული საუნა

77
რომაული საუნა

რომაული საუნა თბება 42-40 ცელსიუს გრადუსზე, ტენიანობა თითქმის (100% ორთქლი). ორთქლის ფენა ეხვევა კანს და იწვევს ორგანიზმის გათბობას, იწყება ძლიერი ოფლდენა, ამიტომ აუცილებელია შესვლამდე ან შესვლის შემდეგ სითხის მიღება, რომ არ განვითარდეს გაუწყლოება. ორგანიზმის გათბობა დადებითად მოქმედებს ორგანოების და ორგანოთა სისტემურ-ფუნქციურ მდგომარეობაზე, ანუ მკვდარი კანის ქსოვილების მოშორების, ფორების გახსნის და კანის გასუფთავების ხარჯზე ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა. კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა, სასუნთქ, თერმორეგულაციის, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაზე, ხსნის ნერვ-კუნთოვან დაძაბულობას. მაქსიმალური დრო შეიძლება იყოს 20-30 წუთი. ის ძალიან კარგ ეფექტს იძლევა სხეულის მოვლის სხვა საშუალებებთან ერთად (მასაჟი, შეფუთვები). საუნიდან გამოსვლის შემდეგ სასურველია 30 წუთი დასვენება და სითხის მიღება.

ძველ რომში უამრავი დაავადების განკურნება სწორედ ამ პროცედურით ხდებოდა. ძველი რომაელი ექიმი ასკლეპიალი (128-56წ. ძვ.წ.აღ.) ამბობდა, რომ ავადმყოფისთვის აუცილებელია კანის სისუფთავე, ზომიერი ვარჯიში, ოფლდენა აბანოში, მასაჟი და დიეტა, გასეირნება სუფთა ჰაერზე. რომაულ საუნას გააჩნია ყველაზე მაღალი ტენიანობა. იგი ამკვრივებს და აახალგაზრდავებ კანს, ხდის მას უფრო ელასტიურს და გლუვს. ხსნის კუნთების დაძაბულობას და ტკივილის შეგრძნებას სახსრებში. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს შრომის უნარიანობას. აძლიერებს კაპილარულ მიმოქცევას და სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს ხდის. თუ გაწუხებთ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, დეპრესია, სახსროვანი დაავადებები, ჭარბი წონა, ცელულიტი – რომაული საუნა არის სწორი გადაწყვეტილება.

უკუჩვენებებია: ორსულობა, კრიტიკული დღეები, მწვავე ვირუსული ინფექციები. სასუნთქი სისტემის, თირკმელების, ც.ნ.ს-ის დაავადებები. ქრონიკული დაავადებები, გულის გადატვირთვა, ეპილეფსია, ავთვისებიანი სიმსივნეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები