ექსპერტებმა Singapore Airlines-ის თვითმფრინავების პირველი კლასის სალონი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს. შესაბამის მონაცემებს სერვისი AirlineRatings კვლევის World’s Best Airline Cabin Class Awards 2025 ფარგლებში ავრცელებს.
ნომინაციაში მეორე ადგილი ავიაკომპანია Etihad Airways-ს ემირატებიდან ხვდა წილად. საუკეთესო ბიზნეს კლასი Qatar Airways და Cathay Pacific-ს აღმოაჩნდათ. ხოლო პრემიუმ-ეკონომთა შორის გამარჯვებულის წოდებისთვის პირველი ადგილი Emirates და Qantas-მა გაინაწილეს.
სპეციალისტებმა ლიდერები ეკონომ კლასებს შორისაც აირჩიეს და პირველი ადგილი ამ შემთხვევაში გადამზიდ Korean Air-ს ხვდა წილად. მეორე ადგილი Air New Zealand-მა დაიკავა.