კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად ხვალიდან, შესაძლოა, ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყოს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ჯერჯერობით სხვა ბაზრობა არ განიხილება და ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება.
„ლილოს" და "დინამოს" ბაზრობები დღეს ცხელ წერტილად იქცა
სპეციალისტები მოქალაქეებს მარტივ წესებს ახსენებენ - სოციალური დისტანცია, ნიღბების ტარება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმების დაცვა.
„გარდაბნის ბევრი მცხოვრები მუშაობს სწორედ ლილოს ბაზრობაზე. დღეს გამოკვლეულ ნიმუშებს, ვნახავთ როგორი იქნება და შემოწმების მასშტაბი განისაზღვრება ხვალიდან. ამ ეტაპზე ფართომასშტაბიან კვლევაზე მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე ვფიქრობთ, რადგან გარდაბანთან ყველაზე ახლო კავშირი აქვს ლილოს ბაზრობას“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, ბაზრობებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებიდან უმეტესობა კი სწორედ გარდაბნის რამდენიმე სოფელს უკავშირდება.