Eurostat-ის და CIA-ს შეფასებებით, მსოფლიოში ყველაზე მეტად შესწავლილი ენების სიაში პირველ ადგილზეა ინგლისური – 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 18,8%-მა იცის ან სწავლობს მას, რაც ინგლისურს ლიდერ ენად აქცევს.
შემდეგ მოდის:
ჩინური – 13,8%,
ჰინდი – 7,5%,
ესპანური – 6,9%,
ფრანგული – 3,4%,
არაბული და ბენგალური – ასევე 3,4%,
რუსული – 3,2% და პორტუგალიური – 3,2%,
და ბოლოს ურდუ – 2,9%.
ინგლისური პოზიციებს უცვლელად ინარჩუნებს, როგორც ენა საერთაშორისო კომუნიკაციისთვის, ბიზნესისთვის და განათლებისთვის. ფრანგული, რუსული და ესპანური წარმოადგენს ძირითადს, რომელსაც ხშირად მეორე ენად ირჩევენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
Eurostat-ი მოსწავლეთა მონაცემებზე დაყრდნობით აზუსტებს, რომ ევროკავშირში 2025 წლისთვის მოზარდთა 96.3% სწავლობდა ინგლისურს, მეორე ადგილზეა ესპანური (27.1%), შემდეგ ფრანგული (21.9%), გერმანული (21.4%) და იტალიური (3.2%)