„მე ვიყავი სიკვდილისპირა მდგომარეობაში, სიმსივნე იყო ჩემთვის მეხის დაცემა… ნინი უფრო არის კისრის მომგრეხი ჩემი ავადმყოფობის ვიდრე მე“ – აღნიშნავს ხათუნა ჟორდანია „ფარულ კონვერტში“ ია ფარულავასთან, რომლის სტუმარიც დღეს იქნება.
გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ ია ფარულავა ხათუნა ჟორდანიას ეკითხება, თუ რომელ მომღერალზე ეჭვიანობდა ყველაზე მეტად მას შემდეგ, რაც გაიგო მისი და მისი ქმრის ფარული რომანის დეტალების შესახებ. ხათუნა ჟორდანია აღნიშნავს, რომ ამ თემაზე საუბარს აპირებს, რასაც გადაცემაში მოვისმენთ.