LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელ ნაწილში დაინახა კობახიძემ ჟიჟილაშვილის უზრდელობა? და დიახაც მადლობა კეზერაშვილს რომ ფორმულას აცოცხლებს!“ – ია ფარულავა

297
ია ფარულავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას, მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ეხმაურება. ია ფარულავას აინტერესებს სად დაინახა ირაკლი კობახიძემ ნინო ჟიჟილაშვილის უზრდელობა.

„რომელ ნაწილში დაინახა კობახიძემ ჟიჟილაშვილის უზრდელობა ? და დიახაც მადლობა კეზერაშვილს რომ ფორმულას აცოცხლებს ! მეტი ჟიჟილაშვილები , მიშველაძეები და მამისეიშვილები ჩვენს მედია სივრცეს ❤ მე კი ვამაყობ რომ ოდესმე ვიყავი ფორმულას გუნდში ❤“, – წერს ია ფარულავა.

„ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისაგან“ – რა მოხდა ირაკლი კობახიძისა და ტელეჟურნალისტების შეხვედრაზე

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა ნინო ჟიჟილაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე კოლეგებს მიმართა:

„ეს მედიები, ვინც აქ სხედხართ და მხარს უჭერთ რუსულ კანონს, თქვენ ხართ პრობლემა, „იმედია“ პრობლემა, „საზმაუა“ პრობლემა, „რუსთავი ორიც“ არის პრობლემა, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ამათი გამპრავებლები, დასაყრდენები, იდეოლოგები, პროპაგანდისტები და რუსები. აუცილებლად ყველას დაგერქმევათ თქვენი სახელი“, – მიმართა მან კოლეგებს.

კოლეგებზე ჟიჟილაშვილის თავდასხმას „აჭარის ტელევიზიის“ წარმომადგენელმა ვახო ხუზმიაშვილი გამოეხმაურა: „რუსი შენ ხარ, რუსს როგორ მიბედავ, შე თავხედო!“.

ნინო ჟიჟლაშვილმა „პოსტივის“ წამყვანს ზვიად ავალიანს მიმართა:

„თქვენ, პოსტივი, გაჩერდით ეხლა. თქვენ ფეხსალაგი ხართ ქართული პროპაგანდისტული რეჟიმის“.

„მე რას ვფიქრობ თქვენს ტელევიზიაზე, ამ წუთში ამ ეთერში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს იყო არა მარტო ფორმალური კოლეგიალობის დარღვევა. ამას მართლა არ ველოდი“, – უპასუხა ჟიჟილაშვილს ზვიად ავალიანმა.

„ყველაფერს უნდა ელოდოთ იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადარჩენის ზღვარზე, ჩვენ გვიდგას ეგზისტენციალური საფრთხე, ყველამ უნდა აგოთ ამაზე პასუხი – პრემიერიდან ტროლამდე, პოსტივიდან ქუჩის დაქირავებულამდე“, – მიმართა ჟიჟილაშვილმა კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g