LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყანაშია ავტომობილით გადაადგილება ყველაზე საშიში

nature

ავტომობილით გადაადგილება ყველაზე საშიში ავსტრიაში, ყველაზე უსაფრთხო კი დანიაშია. როგორც „დეილი მეილმა“ დაადგინა ავსტრია ევროპის მასშტაბით ავარიების რაოდენობით უპირობო ლიდერია და ყოველ 10 ათას მოსახლეზე 44 ავარია მოდის. რაც შეეხება დანიას, იგივე მაჩვენებელზე იქ მხოლოდ 5 ავარია ფიქსირდება.

როგორც ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, ავტომობილით მოძრაობა არანაკლებ საშიშია გერმანიასა და ბელგიაში, სადაც 10 ათას ადამიანზე 37 ავარია მოდის. შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვაკეთში, პორტუგალიაში, მალტასა და იტალიაში.

და ბოლოს, ყველაზე უსაფრთხოთა შორის დანიის შემდეგ მეორე და მესამე ადგილს კვიპროსი და ფინეთი იკავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g