LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ საგნებში ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი

901
გამოცადა

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

უფრო კონკრეტულად, მათემატიკის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15.75 %-მა ვერ გადალახა, კონკურსში მონაწილეობას კი 84.25 % აგრძელებს.

ბიოლოგიის გამოცდაზე ჩაიჭრა 14.71 %, შესაბამისად, 85.29 %-მა ზღვარი გადალახა, ქიმიის კონკურსში მონაწილეობას აბიტურიენტთა 80.47 % აგრძელებს, მინიმალური ზღვარი კი აბიტურიენტთა 19.53 % -მა ვერ გადალახა, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტთა 30,95% ჩაიჭრა და მინიმალური ზღვარი 69.05 %-მა გადალახა.

რაც შეეხება სხვა საგნებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა მხოლოდ 3.44% -მა ვერ გადალახა და კონკურსში მონაწილეობას 96.56% აგრძელებს.

ინგლისური – კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.43 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 %-მა.

ისტორია – კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 %-მა.

გეოგრაფია – კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91.58 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 8.42 %-მა.

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტების ჩარიცხვის საბოლოო შედეგები

magti 5g