LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ უბანში ეძებ ბინას?

1888
715X400

საცხოვრებელ სახლებსა და ბინებზე მოთხოვნა უბნების მიხედვით სხვადასხვაგვარად ნაწილდება. ქალაქის ცენტრალურ უბნებში რასაკვირველია, ფასი უფრო მაღალია, გარეუბნებში – დაბალი. თუმცა, ფასზე მხოლოდ ლოკაცია არ ახდენას გავლენას, მშენებლობის ხარისხი, ინფრასტრუქტურა, სარეკრეაციო ზონები, შოპინგ ცენტრების/მარკეტების სიახლოვე, ავტოსადგომი და კიდევ სხვა ფაქტორებია, რასაც დიდ ყურადღებას აქცევენ მაძიებლები.

უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge, სადაც წარმოდგენილია როგორც მშენებარე, ახალაშენებული და მეორეული ბინები, იძლევა შესაძლებლობას საიტის რუკის, ან ფილტრში კონკრეტული ლოკაციის მითითებით მარტივად იპოვოთ სასურველი ქონება.

ვაკე

განვიხილოთ ვაკე, სადაც ბინების ფასი საკმაოდ მაღალია სხვა უბნებთან შედარებით, ამის უმთავრესი მიზეზი კი მისი პრესტიჟულობაა, ქალაქის ცენტრია და ხშირად ამბობენ კიდეც „თბილისის ცხოვრების წესს ვაკე განსაზღვრავსო“, რაც რეალურად სადავოა, მაგრამ..

ვაკეს სხვა უბნებისგან განსხვავებით მეტროსადგური არ აქვს, სპეციალურად დაგეგმილმა სატრანსპორტო პრაქტიკამ ამ უბანში საზოგადოებრივ ტრანსპორტს გაუადვილა მოძრაობა, თუმცა შეზღუდულები არიან და, ძირითადად, საცობში უწევთ დგომა კერძო ავტომობილის მძღოლებს. რეკრეაციული თვალსაზრისით ვაკის პარკი ერთ-ერთი მთავარი სკვერია, სადაც ბავშვები დაჰყავთ სასეირნოდ და სათამაშოდ, ასევე ახლოსაა კუს ტბა, სადაც ზაფხულში საღამოობით სასიამოვნო ნიავი უბერავს. უბანში მრავლადაა როგორც მეორეული, ქალაქური ტიპის კორპუსები, ასევე თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები და ახალაშენებული ბინები. ასე რომ მაძიებელს არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.

ვაკეში ახალაშენებულ კორპუსებში კვადრატულ მეტრის ფასი 4000 – 7000 ლარში მერყეობს, ძველ აშენებულ სახლებში, ღირებულება ცოტა დაბალი – 2500 – 3500 ლარია.

საბურთალო

ერთ-ერთი ყველაზე  ვრცელი უბანია, რომელიც იძლევა საშუალებას იყო ქალაქის ცენტრში და ამავე დროს, გამონახო საცხოვრებელი შედარებით მშვიდ გარემოში. ბინები ლისზე ამის ძალიან კარგი მაგალითია. სუფთა ჰაერი, მშვიდი გარემო და კომფორტული საცხოვრებელი ისეთ ლოკაციაზე,  საიდანაც საბურთალოზე 5-10 წუთში შეგიძლია მოხვდე, იდეალური შეთავაზებაა მათთვის, ვისთვისაც სიმწვანე და სიმშვიდე მნიშვნელოვანია.

დიღომი

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ დიღომში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ეს უბანი შესაძლოა ქალაქის გულად არ აღიქმებოდეს, მაგრამ კომფორტულია საცხოვრებლად. დიდუბის მეტროდან რამდენიმე წუთში ხვდები დიღომში, კარგად დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გადაადგილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. დიღომში ბინების ფასი საშუალოდ – 100,000 – 250 000 ლარის ფარგლებშია, ბუნებრივია ფასი იცვლება რემონტის, ქონების ტიპის და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

გლდანი

„ქალაქი ქალაქში“ ასე მოიხსენიებენ გლდანს, რადგან ამ უბანს აქვს ყველაფერი, რაც ადამიანს შეიძლება ცხოვრების პროცესში დასჭირდეს. შოპინგ ცენტრების, მარკეტების, აფთიაქების, გასართობი თუ სილამაზის ცენტრების მრავალფეროვნება არ საჭიროებს გლდანიდან სადმე გასვლას ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად. ძირითადად აქ ძველი შენობები იყო წარმოდგენილი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში დეველოპერებმა არ დატოვეს უფუნქციოდ მიწის მცირე ნაწილიც კი. შესაბამისად, უკვე მრავლადაა ახალაშენებული საცხოვრებელი სახლებიც.

თბილისის თითოეულ უბანს თავისი ხიბლი აქვს, სად გადაწყვეტს ადამიანი ცხოვრებას ეს უკვე მისი გემოვნების საკითხია.  

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g