საქართველოში, ზოგადად 200-მდე ვირუსი ცირკულირებს, თუმცა დროული პრევენციისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დროულად აფრთხილებს და შესაბამის რეკომენდაციებს იძლევა. ვირუსული დაავადებები განსაკუთრებით აქტიურდება გაზაფხულსადა შემოდგომაზე, თუმცა მსგავსი პრობლემები წელიწადის სხვა დროშიც აღინიშნება.
ვირუსი, რომელსაც გაციება იწვევს რამდენიმე სახის არსებობს, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში რინო და ადენო ვირუსების ცირკულირებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ავრცელებს. მისი განმარტებით, რინო ვირუსი სასუნთქი სისტემის დაავადებაა და შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება. ადენო ვირუსებს კი თვალების სიწითლე და შეშუპება ახასიათებს. ორივე გაციებით გამომწვევი ვირუსია. ახასიათებს სიცხე, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება.

მისივე განმარტებით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ყოველწლიური ვაქცინაციაა.
“ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იმყოფება გრიპის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ: ორსულები, 65 წელზე მეტი ასაკის პირები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონენი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი რისკის მქონე პირებთან და მათი მომვლელი პერსონალი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
გრიპის სეზონური აცრები 1 ოქტომბრიდან დაიწყება
ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები, რომელიც იცავს 2A და 2B ტიპის ვირუსისგან სავარაუდოდ ნოემბრიდან დაიწყება
ვირუსის პრევენციისთვის სამი ძირითადი რეკომენდაცია არსებობს: დროული აცრა, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში სახლში დარჩენა და ექიმის რჩევის შესაბამისად მკურნალობა.
იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ვირუსები, საჭიროა ხშირი ხელების დაბანა. დაბანის საშუალება თუ არ არის, არსებობს სპეციალური სველი ხელსაწმენდები. ასევე, უნდა დავიცვათ ეტიკეტი დახველების ან დაცემინების დროს და გამოვიყენოთ ერთჯერადი ხელსახოცები, რომელსაც შემდეგ გადავაგდებთ.
