LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ავიაკომპანიაა მსოფლიოში საუკეთესო?

121
A350-XWB-Qatar-airways-air-to-air

ნაციონალური ავიაკომპანია Qatar Airways 2024 წლის საუკეთესო გადამზიდად დასახელდა. ასეთი დასკვნა ავიაკომპანიების მუშაობის სერვისის შეფასებით დაკავებულმა სააგენტომ AirlineRatings გამოაქვეყნა.

კატარის ავიაკომპანიამ აჯობა ისეთ ლიდერებს როგორებიც არიან – Air New Zealand, Korean Air, Cathay Pacific Airways და Emirates. „ჩვენი ობიექტური ანალიზით Qatar Airways-მა პირველი ადგილი ბევრ მნიშვნელოვან სფეროში დაიკავა“ – განაცხადა AirlinesRatings-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი ტომასმა.

Qatar Airways-ის მგზავრების შეფასებებიც მხოლოდ დადებითი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ავიაკომპანიათა სიაში შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: Korean Air, Cathay Pacific Airways, Air New Zealand, Emirates, Air France/KLM, All Nippon Airways, Etihad Airways, Qantas, Virgin Australia/Atlantic, Vietnam Airlines, Singapore Airlines, Eva Air, Tap Portugal, JAL, Finnair, Hawaiian, Alaska Airlines, Lufthansa/Swiss, Turkish Airlines, Iga Group (British Airways და Iberia), Air Canada, Delta Air Lines, United Airlines და American Airlines.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები